თეგებით ძიება

"რატომ უნდა ვიზრუნო ფულის მამაძაღლობით შოვნით დაკავებული სტურუას სახლზე, როცა დევნილებს თავზე ენგრევათ ბინები" - ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია სახელმწიფოს მიერ რეჟისორ რობერტ სტურუასთვის უსასყიდლოდ მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"არ შეიგინო...არ შეიგინო...არ შეიგინოოო...ამ სტატუსს რომ წაიკითხავ, 10-მდე დაითვალე და კომენტარი მერე დაწერე. არ აჰყვე ემოციებს. მე ასე ვქენი, როცა წერას მოვრჩი.
კიდევ ერთი ბოდვა ქონების მართვის სააგენტოს განცხადებიდან.

ეკონომიკის სამინისტროში რუსთაველის თეატრიდან შუამდგომლობა შემოვიდაო. ეს შუამდგომლობები და კოლექტიური და ანონიმური წერილები ხო ააღორძინა წულუკიანმა. მოკლედ, მივუბრუნდეთ შუამდგომლობას - ასე და ასეო, სტურუა მაგარი რეჟისორია და მიწის ნაკვეთი მიეცით, რომ სახლი აიშენოსო. დააკვირდით - სახლი აიშენოსო.

კაი. გავყვეთ ამ ლოგიკას. ჯერ ერთი, მე რატომ უნდა ვიზრუნო მთელი ცხოვრება ფულის მამაძაღლობით შოვნით დაკავებული სტურუას სახლზე, როცა დევნილებს თავზე ენგრევათ ბინები, მაგრამ ოკ. უბრალოდ ლოგიკას გავყვეთ. რადგან ეგეთი მაგარი ტიპიაო, მივეცითო მიწა და ვაბშე რატო გიკვირთო. ხომ გახსოვთ, მიწა სახლის ასაშენებლად უნდოდა სტურუას. აბა რა აღმოჩნდა. ეგ მიწა ფიქციურად ვიღაც თავის ტიპს გადაუფორმა და ამ გზით გაყიდა. ამაში მიიღო 221 ათასი დოლარი.

ქონების მართვის სააგენტო ხომ იძახდა, მაგ მიწას სახლის ასაშენებლად ითხოვდაო. ახლა როცა მიწა გაყიდულია, ეს სააგენტო თავის განცხადებაში ლამაზად წერს :

,,ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადების თანახმად, რაც შეეხება აღნიშნული უძრავი ქონების განკარგვის მართებულობის საკითხს მას შემდეგ, რაც მისი მესაკუთრე სახელმწიფო აღარ არის, ეს მათ კომპეტენციას აღარ განეკუთვნება", - წერს სანაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა