თეგებით ძიება

"მომინდა, საქვეყნოდ მადლობა გადამეხადა შენთვის" - გია ჯაჯანიძე ნინო ნადირაძე-კუზანოვას

ტელეწამყვანი, გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში ექიმ ნინო ნადირაძე კუზანოვას მადლობას უხდის.

"არაფერია იმაზე მეტი დიდი ბედნიერება და ძლიერი სიხარული, როცა ადამიანი გეგულება და იმედი გაქვს.
ხშირად არ ვაწუხებ, მაგრამ რაც ასაკში შევედი სულ მახსოვს, სულ მეიმედება.

ისეთი ძლიერი იმედი მაქვს, რომ ავადაც არ ვხდები, რომ მიშველოს, იმედია ასე ვიქნები დიდხანს.
ამას ახლა იმიტომ ვწერ, რომ მისი მადლიერი უცნობი ადამიანები შემხვდნდენ, აქებდნენ და ლოცავდნენ.
შენი მეგობარიაო, სიყვარულით მოკითხვა და მადლობა დამაბარეს.

ნინო, პირველი შემთხვევა არ არის, შენი მადლიერი ადამიანები რომ ვნახე, განა არ შემეძლო დამერეკა და პირადად მეთქვა ეს ყველადერი, მაგრამ მომინდა საქვეყნოდ მადლობა გადამეხადა შენთვის, იმ სიკეთისთვის რასაც შენ აკეთებ.
მიყვარხარ. მინდა ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული იყო", - წერს გია ჯაჯანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა