თეგებით ძიება

"ზაზა თელიას ვისგან იცავენ? საერთოდ არ მგონია ცუდი ექიმი იმიტომ, რომ თმა არ აქვს თავზე და თმის ცვენის რჩევებს იძლევა" - ვიკა ბუკია

ტელეწამყვანი, ვიკა ბუკია ექიმ ზაზა თელიას ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ამ ექიმ ზაზა თელიას ვისგან იცავენ? საერთოდ არ მგონია ცუდი ექიმი იმიტომ, რომ თმა არ აქვს თავზე და თმის ცვენის რჩევებს იძლევა. უბრალოდ სასაცილო იყო და გაეცინათ. მასაც გაეცინებოდა ალბათ. პლასტიკური ქირურგი რომ იყო, წოპე, მახსოვს კაი გრძელი ცხვირი ჰქონდა. და კიდევ არსებობენ მწეველი კარდიოლოგები და მსუქანი ნუტრიციოლოგები. ჩემს დერმატოლოგს შუბლზე სულ რაღაც ამოსდის.
მეც მსმენია, რომ ძალიან კარგი ექიმია ზაზა თელია. ან რატომ უნდა იყოს ცუდი. ხანდახან უბრალოდ სასაცილო რაღაცეები ხდება და ამაზე მეტი არაფერი უნდა დავინახოთ", - წერს ვიკა ბუკია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა