თეგებით ძიება

"ეს არის ძალიან საშიში გზა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის დაინვალიდება“ - ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ კონსილიუმის წევრების და ექიმების არ შეშვება მიხეილ სააკაშვილთან საშიში გზაა.


"არ ვარ დარწმუნებული, რომ მოსამართლის დავალება შესრულდება, ვინაიდან, ერთი თვეზე მეტია ველოდებით მიხეილ სააკაშვილთან შესვლას, რათა მისი მდგომარეობა შევისწავლოთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ გვეძლევა. სჭირდება ადეკვატური და შესაბამისი მკურნალობა, რასაც ის არ იღებს. ეს არის ძალიან საშიში გზა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის დაინვალიდება. არანაირი პროგრესი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით არ არის მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში, და ამაზე პასუხი რა თქმა უნდა, უნდა აგოს პენიტენციურმა სამსახურმა“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა