მღეროდა უკრაინის ჰიმნს და თავდაყირა ეჭირა უკრაინის დროშა - ხაინდრავა სააკაშვილზე
რეჟისორი, გოგა ხაინდრავა გუშინ გამართულ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა.
“გუშინ, ეს აბსოლუტურად გაუგებარი არსება მღეროდა უკრაინის ჰიმნს და თავდაყირა ეჭირა უკრაინის დროშა, ასეთი სიურეალიზმი ფელინის არც ერთ ფილმში არ მინახავს. ეს რაღაც განსაკუთრებული წვლილია ქართული პოლიტიკის მსოფლიო აბსურდების საგანძურში, ისევე, როგორც ჰალსტუხის ჭამა იქნება შესული და ის საგმირო მოქმედება გორში”, – აღნიშნა ხაინდრავამ “კვირას” პრესკულბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინის ჰიმნი შეასრულა.