თეგებით ძიება

"ქართველმა მკვლევარმა, ბექა ჭიჭინაძემ ახლახანს აღმოაჩინა ტექსტი, რომლის თანახმადაც..." - რას წერს კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია ახალგაზრდა ქართველის აღმოჩენაზე სოციალურ ქსელში წერს:

"ახალგაზრდა ქართველმა მკვლევარმა, ბექა ჭიჭინაძემ ახლახანს აღმოაჩინა ტექსტი, რომლის თანახმადაც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი პროტაგონისტი და სარდალი, რაინდი გოდფრუა ბულონელის საფლავი მდებარეობდა გოლგოთის ქართულ მონასტერში. ქართველი ბერები ამ საფლავს უვლიდნენ და ზედ კანდელებს ანთებდნენ. მას შემდეგ, რაც გოლგოთის მონასტერი ჯერ ქართველებმა დაკარგეს, შემდეგ კი ფრანცისკანელებმაც, იქ მოვიდნენ ბერძნები, რომლებმაც გოდფრუას საფლავი გაანადგურეს.
გოდფრუა დე ბულონელი მაღალი მორალის მებრძოლი და ქველი ადამიანი იყო. მას იცნობდნენ, როგორც "გედის რაინდების" ორდენის მაგისტრს და საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ ევროპული ლეგენდის ლოენგრინის, გრაალის მეფის, პარსიფალის ძის პროტოტიპი თვითონ ყოფილიყო. (ლოენგრინი ევროპაში მეტადრე რიხარდ ვაგნერის ამავე სახელწოდების ოპერით გახდა)
კონსტანტინე გამსახურდიას ტეტრალოგიაში "დავით აღმაშენებელი" აღწერილია იერუსალიმის აღება ჯვაროსნების მიერ - მაშინ როდესაც მაროდიორები მძვინვარებდნენ ქალაქში, გოდფრუა მაცხოვრის საფლავზე როგორ ლოცულობდა და ტიროდა მუხლმოყრილი", - წერს კონსტანტინე გამსახურდია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა