თეგებით ძიება

"გარდაიცვალა... ვერ გადავარჩინეთ...." - თათა გიორგობიანი

მომღერალი, თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში 83 წლის ლექტორზე წერს, რომელიც მისი თქმით, სახლიდან გამოაგდეს:

"კონსერვატორიის ყოფილი ლექტორია, მთელი ცხოვრება მაღალ მატერიებს, ხელოვნებას და კულტურას ემსახურა, თაობები გაზარდა და ახლა აღარავის დასჭირდა ბაბუ...
2 თვეა ქუჩაში ცხოვრობს.
ის 83 წლისაა, უკვე ღუდუშაურშია. შიმშილისგან არის უკიდურესად დასუსტებული. სჭირდება თანხები გამოსაჯანმრთელებლად.
გთხოვთ, რომ ვისაც რითი შეგიძლიათ, მინიმალურად მაინც, დავეხმაროთ
.......
გარდაიცვალა...
ვერ გადავარჩინეთ....
საავადმყოფოში მიყვანისას უკვე ეტყობოდაო. ექიმმა თქვა რომ ძილში წავიდა მშვიდად...
შეგროვებული თანხით დავკრძალავთ და დანარჩენს სხვა მოხუცებს მოვახმართ. ბოდიში, მეტს ვერაფერს დავწერ.....
მადლობა ყველას ვინც ეცადეთ გადაგვერჩინა.....", - წერს გიორგობიანი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა