"ქალის როლის გაძლიერებისთვის პოლიტიკაში ორგანიზაცია თუ ჭირდება პარტიის შექმნიდან 10 წლის მერე, ძალიან ცუდად გქონიათ საქმე!" - ნუკა არველაძე "ქართულ ოცნებას"
"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ნუკა არველაძე ეხმაურება და გადაწყვეტილებას აკრიტიკებს:
"ე.წ ქალთა ორგანიზაცია პარტიაში არანაირ შედეგს არ დადებს დღეს და დღევანდრლ რეალობაში!!!
და ეს არაფერს ნისნავს გარდა იმისა რომ ე.წ. ლიდერშიპში ვიღაცამ ახალი ქერის ორმო გაიმზადა!!!!
"ქართული ოცნება", სხვა პრობლემა ვერ დაინახეთ თუ არ ხედავთ!!!!
ქალის როლის გაძლიერებისთვის პოლიტიკაში ორგანიზაცია თუ ჭირდება პარტიის შექმნიდან 10 წლის მერე ძალიან ცუდად გქონიათ საქმე!!!!
ევროპულ პრაქტიკას რომ იშველიებთ ისიც მოიკითხეთ რატომ იყო მაშინ ეს აუცილებელი და იმ ფორმით!!!!", - წერს ნუკა არველაძე.
დღეს გახდა ცნობილი, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ქალთა ორგანიზაცია ფუძნდება.