თეგებით ძიება
14. 02. 2022 COVID - 19

რატომ გაუქმდა მწვანე პასპორტი - პრემიერის განმარტება

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე მწვანე პასპორტების გაუქმების საკითხზე ისაუბრა:

"დაიწყეს უსაფუძვლო სპეკულირება, თუ რატომ გავაუქმეთ ე.წ მწვანე პასპორტები. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევისწავლეთ ეს საკითხი, ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება და მუშაობა. ძალიან მარტივია - იმიტომ რომ აზრი დაკარგა აღნიშნული ბარათების გამოყენებამ. "ომიკრონის" შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს, ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება. მაგალითი მე ვარ. მე მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი მაგრამ მაინც დამემართა "ომიკრონი", თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აბსოლუტურ შემთხვევებში ეს ვირუსი. ამიტომ მიდგომა შეიცვალა და ჩავთვალეთ საჭიროდ გაუქმება. გავაგრძელეთ ვაქცინაციის სხვა წამახალისებელი პროგრამები," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა