თეგებით ძიება
15. 02. 2022 COVID - 19

"ასე მგონია, ჩემს მამას ვტირი..." - ინგა ბერიკაშვილი

პოლიტიკოსი თამაზ მეჭიაური დღეს გარდაიცვალა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში - ამ ფაქტს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი, ინგა ბერიკაშვილი ეხმაურება.

"ასე მგონია, ჩემს მამას ვტირი… ყველას ძმაზე და მამაზე მეტირება… მე ხომ ვიცი, ეს რა გაუსაძლისი მარადიული ტკივილია. როგორი იმედი მქონდა
და როგორ მეზიზღება ეს მკვლელი ვირუსი… როგორი დაუნდობელია და როგორ არჩევს რჩეულ ხალხს. ვინ იყო ჩემთვის ბატონი თამაზი? ქართველი ვაჟკაცი! სამშობლოზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტი… ყოველთვის სიმართლის და ხალხის მხარეს მდგომი.

ბოლოს დიდგორის ველზე ვნახე ბატონ ტარიელთან ერთად და ორივემ გულში რომ ჩამიკრა, ბედნიერი ვიყავი. ძალიან მეტკინა, გულით ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს. კაცი, რომელიც ქვეყანას დააკლდება. ნათელი მის სულს. გაფრინდა ზეციურ სამყაროში მირქმას”, – ინგა ბერიკაშვილი.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა