პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში გადავიდა - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ყველა პარამეტრი მიუთითებს, რომ პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში გადავიდა.
მისივე თქმით, ეს გარკვეულწილად იმედმომცემია, თუმცა კვირის ბოლომდე მაინც უნდა გაგრძელდეს დაკვირვება.
“ამ დილით დაფიქსირდა კორონავირუსის 19 000 ახალი შემთხვევა, რაც გასული სამშაბათის მაჩვენებელთან შედარებით, დაბალია. ეს ციფრები სხვა პარამეტრებთან ერთად, მიუთითებს, რომ პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში, მიმდინარეობაში გადავიდა. ეს გარკვეულწილად იმედმომცემია, თუმცა კვირის ბოლომდე მაინც უნდა გაგრძელდეს დაკვირვება, ვიდრე ჩვენ გვექნება საფუძველი, ვთქვათ, რამდენად გადაილახა, რამდენად მოხერხდა პიკის გადალახვა „ომიკრონის“ ტალღის პირობებში”, – აცხადებს გაბუნია.