თეგებით ძიება
16. 02. 2022 COVID - 19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 7 055 თბილისში გამოვლინდა, 2 233 იმერეთში, 1 118 კახეთში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 058 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 10 894 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.59%, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 058 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 794 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 264 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 315 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 496 156. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 32.02% ხოლო 7 დღის მანძილზე – 31.51%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 894 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 300 062.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 683 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 7 055 შემთხვევა, აჭარა – 960, იმერეთი – 2 233, ქვემო ქართლი – 907, შიდა ქართლი – 834, გურია – 470, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 131, კახეთი – 1 118, მცხეთა-მთიანეთი – 286, სამცხე-ჯავახეთი – 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 86.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 180 385 საიდანაც: 5 974 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 382, აჭარაში – 696, იმერეთში – 1 193. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 309 პირი, მათ შორის, თბილისში – 480, აჭარაში – 150, იმერეთში – 422. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 40, იმერეთში – 28. 1 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 778 – თბილისში, 308 – აჭარაში. 173 150 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 10, ხოლო აჭარაში – 0“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა