"ყველაზე დაუცველები ამ ვერაგი ვირუსისგან არიან..." - ვისზე წერს გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კოვიდვაქცინაციის მნიშვნელობასა და ეფექტიანობაზე სოციალურ ქსელში წერს და თვალსჩინოებისთვის ინგლისის მაგალითი მოჰყავს.
"ყველაზე დაუცველები ამ ვერაგი ვირუსისგან არიან 50 წელს გადაცილებული ადამიანები!
ინგლისის მაგალითი საინტერესოა და საკმაოდ ნათელია!
ვაქცინირებული საზოგადოება აყალიბებს საკმაოდ ძლიერ იმუნურ/თავდაცვის ფენას, რაც ნათლად ჩანს ინგლისის მაგალითზე.
ვაქცინირებულების იმუნიტეტი უფრო ძლიერია და მაღალი ინფიცირების შემთხვევებშიც კი ჰოსპიტალიზაცია და რაც მთავარია, სიკვდილიანობა არის დაბალი ….
კარგად ნახეთ გრაფა ქვემოთ, საკმაოდ მკაფიოდ და გასაგებად არის ახსნილი!
დღეს მსოფლიოში ვაქცინაცია უალტერნატივოა!
სამედიცინო პირბადე+დისტანცია+3-ჯერ აცრა ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინით… ეს არის ერთადერთი გზა!
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს გიორგი ფხაკაძე. #dkpkhakadze