"უბრალო გრიპით და უბრალო ფილტვების ანთებით, რომ გარდაგეცვლება პაციენტი, ექიმი კი არა მკვლელი ხარ!!" - მედეა ადამია
მედეა ადამია, რომელიც კოვიდინფიცირებული დედის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"21-ე საუკუნეში, სადაც მედიცინა და ტექნოლოგია მარსზე გადადის… უბრალო გრიპით და უბრალო ფილტვების ანთებით, რომ გარდაგეცვლება პაციენტი, ექიმი კი არა მკვლელი ხარ!!
ჩვენ რომ ნორმალური ხალხის ქვეყანა ვიყოთ… უკვე შექმნილი იქნებოდა “სახალხო კომისია”, ვიმეორებ, სახალხო და არა საპარლამენტო! რომელიც დაკომლექტებოდა კომპეტენტური სპეციალისტებით! გამოძიებული და შესწავლილი იქნებოდა ყველა შემთხვევა! გაირკვეოდა, სად არის ტყუილი და სად სიმართლე!
რაც შეეხება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მთავრობის ადმინისტრაციას, პროკურატურას და ა.შ. სადაც არა ერთი განცხადება შევიტანე, დედაჩემის ნაირა რუხაიას სახელობის პაციენტის უფლებების დაცვის ორგანიზაციას, რომ ჰქონოდა უფლებამოსილება საავამდყოფოების მონიტორინგის, რაც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ პაციენტის უფლებების დაცვას არამედ ღირსეული მედპერსონალის, ვიმეორებ, ღირსეული მედპერსონალის და არა ფარჩაკი ჯალათების!!
საკუთარ თავზე ვიღებდი პანდემიის თუ არა კოვიდ სიკვდილიანობის დასრულებას საქართველოში უმოკლეს ვადაში!!
მაგრამ არ აწყობდათ და არც ახლა აწყობთ თითქოს შეცდომების თუ დამნაშავეების გამოაშკარავება…
დავიჯერო ყველას სისხლში გაქვთ ხელები გასვრილი?
მეტიც!! დედაჩემის მწამებელი “ჯალათი მედპერსონალი” დღესაც აგრძელებს საქმიანობას… იმ ავად სახსენებელ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში და ამტელ ჰოსპიტალში…!
ღმერთი არ გაგახარებთ სულხან სამხარაძე! ელენე სიხარულიძე! მიშა ქემერტელიძე! პატო არაბული! ნინო ჯაყელი! და სხვანი!!!
როდის დადგება სამართალი ამ ქვეყანაში, როცა დამნაშავე ბოდიშს კი არა, სასჯელს მოიხდის!!!!!!!!!!!!!", - წერს ადამია.