თეგებით ძიება
17. 02. 2022 COVID - 19

"ომიკრონის" ტალღამ დაიწყო დაღმასვლა, ასევე აღინიშნება დადებითობის მაჩვენებლის მცირედი კლებაც - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნის თქმით, "ომიკრონის" ტალღამ დაიწყო დაღმასვლა, ასევე აღინიშნება დადებითობის მაჩვენებლის მცირედი კლებაც.

"ჩვენ კვირის ბოლომდე უნდა ვნახოთ ეს ტენდენცია რა მიმართულებით წავა, სამშაბათი არის ის ნიშნული, როცა ჩვენ ვაფასებთ რა მიმართულებით ვითარდება ეპიდემია და უკვე მომდევნო კვირიდან გვექნება იმის საშუალება, რომ ვთქვათ რამდენად არის პიკი უკვე გადავლილი.

ვაქცინაციის პროგრამა ამ ეტაპზე შედარებით უფრო შენელებულია, რაც შესაძლოა აიხსნას "ომიკრონის" ძალიან აქტიური გავრცელებით. ბევრი ადამიანი მიმდინარე პერიოდში დაინფიცირდა და შესაძლებელია, რომ მათ ამის გამო გადაწყვეტილება შეცვალეს ვაქცინაციის თაობაზე, თუმცა სამომავლოდ ვაქცინაციის პროგრამა ისევ და ისევ რჩება მთავარ პრიორიტეტად," - განაცხადა გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა