თუ ინფიცირება არ შემცირდება ყოველთვის რჩება შანსი ახალი მუტაციის აღმოცენების - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ თუ COVID-19-ით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი მინიმუმამდე არ ჩამოვა და არ შემცირდება, ახალი მუტაციების წარმოქმნის შანსი მუდმივად იარსებებს.
"ვირუსის ევოლუციური ბუნებიდან გამომდინარე, რაც მეტი ადამიანი ინფიცირდება და თუ ეს დროის მონაკვეთში არ შემცირდება და მინიმუმამდე არ ჩამოვა, ყოველთვის რჩება შანსი ახალი მუტაციის აღმოცენების.
"ომიკრონი" და მისი შვილობილი ქვეშტამები გარკვეულწილად ალბათ დიდი ხანი შეინარჩუნებენ მსოფლიოზე დომინაციას, თუმცა ამისგან დაცვის და პრევენციის ერთადერთი საშუალებაა შემთხვევის მინიმუმამდე ჩამოყვანა და ადამიანებს შორის ვირუსის ცირკულაციის შემცირება. რა თქმა უნდა ეს გზა გადის ვაქცინაციაზე," - განაცხადა კულუმბეგოვმა.