5-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის "ფაიზერის" ვაქცინა მეორე კვარტლიდან იქნება ხელმისაწვდომი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 5-12-წლამდე ბავშვებისთვის "ფაიზერის" ვაქცინის მოწოდებაზე მუშაობა მიმდინარეობს და მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი.
"5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის ფაიზერის ვაქცინის მოწოდებაზეც მიდის მუშაობა და ვფიქრობთ, რომ მალევე იქნება. დაახლოებით მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი ეს ვაქცინა ქვეყანაში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.