"ძალიან საყურადღებო სიტუაციაა, ბავშვებში საკმარისად რთულად მიმდინარეობს" - ეპიდემიოლოგი "ომიკრონზე" საუბრობს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი, ოთარ ჩოკოშვილი ამბობს, რომ "ომიკრონის" შტამი ბავშვებში საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.
"ომიკრონის შტამმა შეცვალა კოვიდის არსებული რეალობა, არის შედარებით მსუბუქად მიმდინარე შემთხვევათა უმრავლესობაში, თუმცა, სამწუხაროდ, კვლავ რჩება მძიმე შემთხვევები, გართულებები, ასევე საკმარისად რთულად მიმდინარეობს ბავშვებში სხვა შტამებისგან განსხვავებით და ძალიან საყურადღებო სიტუაციაა ამ მიმართულებით," - ამბობს ჩოკოშვილი.