თეგებით ძიება
18. 02. 2022 COVID - 19

"ბოლო უდიდესმა კვლევამ, რომელიც ამერიკაში ჩატარდა, აჩვენა..." - რა დაავადებებზე წერს გიორგი ფხაკაძე ?

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე აშშ-ში ჩატარებულ კვლევაზე და პოსტ კოვიდის შემდეგ განვითარებულ დააავდებებზე წერს:

"ბოლო უდიდესმა კვლევამ, რომელიც ამერიკაში ჩატარდა (11 მილიონი ადამიანი, 1255 სამედიცინო დაწესებულება) აჩვენა, რომ ქვეყნებმა უნდა გადახედონ თავიანთ ჯანდაცვის სისტემებს და მოემზადონ პოსტ კოვიდის შედეგად საგრძნობლად გაზრდილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (გსდ) სამართავად.

საქართველოში რა უნდა ვქნათ:
ჯანდაცვის რეფორმა (რევოლუციური ცვლილებები. "ვითომ რეფორმებს"ქვეყანა მეტს ვეღარ გაქაჩავს)
რეალური ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება (ამჟამად ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა არ არსებობს)
ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს ფხაკაძე. #drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა