თეგებით ძიება
19. 02. 2022 COVID - 19

13 288 ინფიცირებული და 51 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა ბოლო 24 საათში

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 13288 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 51 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 21183 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 539 493 შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 369 764 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 15 822 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 27,89%, ბოლო 14 დღის - 31,94%, ბოლო 7 დღის - 30,35%.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა