თეგებით ძიება
19. 02. 2022 COVID - 19

ნიშნები, რომ შესაძლოა, კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანე

ყველა კარგად ვიცნობთ კორონავირუსის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს, მაგრამ არის რამდენიმე ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ უსიმპტომოდ გადაიტანეთ ეს ვირუსი.

დიახ, ჩვენ არ ვგულისხმობთ მაღალ ტემპერატურას, ხველას, ყელისა თუ თავის ტკივილს, ან გემოსა თუ ყნოსვის დაკარგვას...


· სუნთქვის გაძნელება ან მუდმივი ხველა, შეიძლება შეიძლება იყოს უსიმპტომოდ გადატანილი ვირუსის ინდიკატორი. ამ შემთხვევაში, სუნთქვის უკმარისობა შფოთვას ან პანიკის შეტევას ჰგავს, მაგრამ უფრო ხანგრძლივია.

· კონიუნქტივიტი, ცრემლიანი თვალები ან დაბინდული მხედველობა, ასევე შესაძლოა იყოს ვირუსის შედეგი.

· ასეთივე ნიშნებია დისკომფორტი გულმკერდის არეში, რომელიც შებოჭილობას ჰგავს, გულისცემის აჩქარება, ან „გულის ფრიალი“. გულზე ზემოქმედება შეიძლება გაგრძელდეს ვირუსის ორგანიზმიდან გასვლის შემდეგაც და ზოგ შემთხვევებში, 2 თვემდე გაგრძელდეს...

· კიდევ ერთი სიმპტომი, რომ კორონავირუსი გადაიტანეთ, ესაა დაღლილობა – თუმცა ეს ნიშანი ყველაზე საეჭვოა, რადგან ასეთ ემოციურ ფონზე, ყველანი ძალიან დაღლილები ვართ...

შეგახსენებთ, რომ იმის დასადგენად, ნამდვილად გადაიტანეთ თუ არა კორონავირუსი, ანტისხეულების ტესტის გაკეთებაა საჭირო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა