თეგებით ძიება
22. 02. 2022 მსოფლიო

"უკრაინის საზღვრები დარჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „უკრაინა ჩემს უკან დგას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. და ისინი ასე დარჩებიან, მიუხედავად რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი განცხადებებისა და ქმედებებისა“.


„დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება შეიძლება, ნიშნავდეს რუსეთის ცალმხრივ გამოსვლას მინსკის შეთანხმებებიდან და ნორმანდიის ფარგლებში გადაწყვეტილებების იგნორირებას. ეს ძირს უთხრის სამშვიდობო ძალისხმევას და ანადგურებს მოლაპარაკებების ფორმატებს“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება მოლაპარაკებების ფორმატს ანადგურებს.

„ჩვენ არაფრის და არავის გვეშინია, არავისთან ვართ ვალში, არავის არაფერს მივცემთ. დიდი ხანია, ყველაფრისთვის მზად ვართ, მაგრამ თქვენი უძილო ღამის მიზეზი არ არსებობს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.


შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების დოკუმენტს ხელი წუხელ მოაწერა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა