თეგებით ძიება

"ბოროტებაზე გამარჯვების სუნი პირველად დადგა. მალე ვიზეიმებთ სულ სხვა მსოფლიოს" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე რუსეთ-უკრაინის ომზე სოციალურ ქსელში წერს:

"რას ვფიქრობ და ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიულ მომენტს ჩემი თვალით ვხედავ და ყველა გრძნობით ვგრძნობ. აუცილებლად უნდა მეცოცხლა ამ დღემდე, რომ მათთვის, ვისაც ამ დღის სჯეროდა და შეაკვდა მაშინ, როცა მხოლოდ უმდიდრესი ფანტაზია მხოლოდ ყველაზე გიჟებს წარმოადგენინებდა გამარჯვების მცირე დაშვებასაც კი, ან კიდევ უფრო - ვერც წარმოედგინა და მაინც კვდებოდა თავისუფლებისთვის, თავის ქვეყნისთვის, თავის და სხვისი შვილების მომავლისთვის, ამეძახა ზევით, ანათებთ ხომ ვარსკვლავებად, ხომ ხარობს თქვენი სულები, სადაც ხართ, მეგობრებო, უბნელებო, ბავშვობის შეყვარებულებო, ცხრა აპრილის გიჟებო, მამია, ჟიული, გურამ და ყველა თქვენც, ვინც ომში გადარჩით, მაგრამ მერე წახვედით და ეს ოცნება თან გაიყოლეთ. და თქვენ, ვეტერანებო, ცოცხლებო, ვისაც მახინჯი პატარა კადიროვუშკები ნიშნს გიგებდნენ, უაზროდ იბრძოდითო, ახლა ხომ გრძნობთ თქვენს სიდიადეს?
წინ კიდევ გრძელი და რთული გზაა, მაგრამ ბოროტებაზე გამარჯვების სუნი პირველად დადგა. მალე ვიზეიმებთ სულ სხვა მსოფლიოს", - წერს ფანჯიკიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა