თეგებით ძიება

"ოცნებამ" იცის, რომ ხმებით არჩევნებს ვეღარ იგებს - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" დამარცხებას უანონსებს - როგორც სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილის გუნდს გააზრებული აქვს, რომ გადამწყვეტ არჩევნებს ხმებით ვეღარ მოიგებს და ხელისუფლებას ვეღარ გაიხანგრძლივებს.

როცა ხარ ხელისუფლება შეიძლება, გამოიყენო სათავისოდ, იმისთვის, რომ შექმნა შენთვის სასარგებლო პირობები საარჩევნოდ. ეს იქნება სტატუსის მიღება გასულ დეკემბერში, ფეხბურთელების გამარჯვება და ევროპულ ჩემპიონატში ჩართვა. ოლიპმიელების წარმატებები. იმის მაგივრად, რომ ეს ყველაფერი იყოს ჩვეულებრივად გამოყენებული, აქ იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ უფრო დაიშალოს, უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება და რას ნიშნავს ეს. როცა ხელისუფლება წინასააარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად იცის, რომ ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს და უნდა, რომ კონფრონტაციის ჯახით აქ მიიყვანოს ქვეყანა", - ამბობს პრეზიდენტი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა