თეგებით ძიება

დღითი დღე უფრო და უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა - პრეზიდენტი „ქართულ ოცნებაზე“

სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას" საქართველოში რუსული ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებს - პრეზიდენტმა ათონელის რეზიდენციაში სიტყვით გამოსვლის დროს პირდაპირ თქვა, რომ მმართველი პარტიის პრორუსულობის შესახებ დღითიდღე უფრო ცხადი ხდება.

"ცხადი ხდება "ქართული ოცნების" პრორუსულობა, რაც უკვე პრო აღარ არის, ეს რუსულობაა" - განაცხადა პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილის გუნდის მიერ წლების წინ საზოგადოებისთვის მიცემულ დაპირებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელ რეალობაში "ქართული ოცნების" კამპანია არა დაპირებების გაცემა, არამედ შიში, მუქარა და რევანშია.

დღითიდღე, უფრო და უფრო ცხადი ხდება ქართული ოცნების პრორუსულობა, ეს უკვე პრო აღარ არის, ეს რუსულობაა - დათმობა მათი მხრიდან ყველაფრის, რაც მთავარია ამ ქვეყანაში. მათი კამპანია არ არსებობს, შეეძლება ითქვას, რომ უკვე ამ წლის დასაწყისიდან არაფერი გაკეთებულა, აქა-იქ ფულის დარიგების გარდა. არაფერი არ გაკეთებულა ხმების მოსაპოვებლად - რასაც წინასაარჩევნო კამპანია ჰქვია. კამპანია არის მხოლოდ ერთი - შიში, მუქარა, რევანშის დაპირება - დაჭერები იქნებაო [დაპირებები].

არავის არაფერს ჰპირდებიან, პირიქით იქ, სადაც უცებ ჩნდება მათ მიუხედავად ერთობა, სიხალისე საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება გამოიყენო, მითუმეტეს როცა ხარ ხელისუფლება, და ეს ნორმალურმა პარტიებმა იციან, გამოიყენო სათავისოდ, იმისთვის რომ შექმნა შენთვის სასარგებლო პირობები სათავისოდ - ეს იქნება სტატუსის მიღება, თუ ფეხბურთელების და ოლიმპიელების გამარჯვებები, წარმატებები - ეს ყველაფერი, იმის მაგივრად რომ იყოს გამოყენებული ჩვეულებრივად, როგორც ჩვეულებრივ ქვეყანაში, აქ იქნა გამოყენებული მხოლოდ იმისთვის რომ უფრო დაიშალოს, უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება ქვეყანაში, საზოგადოებაში“ — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა