თეგებით ძიება

აქციის მონაწილეები ღამით პარლამენტთან დარჩებიან, დილით კი პრემიერს კანცელარიაში შესვლის საშუალებას არ მისცემენ - ელენე ხოშტარია

პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ის მის მხარდამჭერებთან ერთად ღამით რუსთაველის გამზირზე დარჩება, სადაც ისინი მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას და აპროტესტებენ მთავრობის მეთაურის განცხადებებს.

მისივე ინფორმაციით, დილის 08:00 საათზე აქტივისტები კანცელარიასთან გადავლენ, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დახვდებიან და მთავრობის ადმინისტრაციაში არ შეუშვებენ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა რარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს. 28 თებერვალს კი ხელისუფლებამ საქართველოდან მოხალისეებს უკრაინაში წასვლის ნება არ დართო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა