თეგებით ძიება
23. 10. 2024 მსოფლიო

აშშ-ში McDonald's-ის ჰამბურგერით 49 ადამიანი მოიწამლა, ერთი გარდაიცვალა

აშშ-ის რამდენიმე შტატში სწრაფი კვების რესტორნის, McDonald's-ის «Quarter Pounder»-ით გამოწვეული ნაწლავური ჩხირით 49 ადამიანი მოიწამლა, 9-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ერთი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ The Guardian იუწყება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, მსგავსი შემთხვევები შეერთებული შტატების 10 შტატში დაფიქსირდა.

„წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დაავადებულთა უმეტესობამ McDonald's-ის Quarter Pounder („მეოთხედი სენდვიჩი“) მიირთვეს. ახლა გამომძიებლებმა უნდა დაადგინონ, კერძის რომელი ინგრედიენტი იყო ინფიცირებული“. განაცხადეს CDC-ში.

«McDonald's-მა საეჭვო ბურგერები ქსელიდან ამოიღო. რამდენიმე შტატში მან მოხმარებიდან ახლად დაჭრილი ხახვი და 1/4 ფუნტის წონის საქონლის კატლეტი ამოიღო.

ნაწლავის ჩხირი, რომლითაც McDonald's-ის კლიენტებს დაუდგინდათ, როგორც წესი, კუჭის სპაზმს და დიარეას იწვევს. დაავადების კლინიკური გამოვლინება ინფიცირებიდან 3-4 დღეში ხდება. ინფიცირებულთა უმეტესობა 5-6 დღის შემდეგ სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება თირკმელების პრობლემა შეექმნას და მათ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდებათ.

აშშ-ში მიმდინარე წლის ზაფხულში ათობით ადამიანი ხორცის დელიკატესებით, Boar's Head-ით მოიწამლა. რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა