NATO რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების ყოფნას ადასტურებს
ნატო ადასტურებს ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში გადაყვანას. ამის შესახებ ნატოს სპიკერმა ფარა დაჰლალამ განაცხადა. მისი განცხადება ნატოს შტაბ-ბინამ გამოცემა „ინტერფაქს-უკრაინას“ გადასცა.
„მოკავშირეებმა დაადასტურეს ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში განლაგება. თუ ამ სამხედროებს უკრაინაში ბრძოლა მოუწევთ, ეს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთის უკანონო ომის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ესკალაცია და ფრონტის ხაზზე რუსეთის მნიშვნელოვანი დანაკარგების კიდევ ერთი ნიშანი იქნება”, - განაცხადა დაჰლალამ.
მან აღნიშნა, რომ მოკავშირეები აქტიურ კონსულტაციებს მართავენ ამ საკითხზე, ხოლო სამხრეთ კორეის წარმომადგენლები მათთვის ცნობილ ინფორმაციას მიაწვდიან ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, რასაც ამ საკითხის განხილვა მოჰყვება.