თეგებით ძიება

ალექსანდრე თურაზაშვილი გარდაიცვალა, მოკლეს პირდაპირ, შეგვიძლია ასე ვთქვათ - ალეკო ელისაშვილი

გარდაიცვალა, მოკლეს პირდაპირ, შეგვიძლია ასე ვთქვათ, ალექსანდრე თურაზაშვილი -  კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის წევრი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მოქმედი პარლამენტარი ქეთი თურაზაშვილის მამა და პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენელი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში, ალექსანდრე თურაზაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც საბურთალოს საოლქო კომისიის სახელისუფლებო წარმომადგენელმა, თეონა ჯაფარიძემ მას "სატელეფონო საუბრისას ენით აღუწერელი" შეურაცხყოფა მიაყენა.

ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება. თურაზაშვილი ასეთ დღეში ჩააგდო ვინმე თეონა ჯაფარიძემ და მისმა მძღოლმა ვინმემ ლერიმ, მაგრამ ყველანაირად ვაგებინე მათ პასუხს", - თქვა ელისაშვილმა ტელეკომპანია TV პირველის პირდაპირ ეთერში.

ელისაშვილის თქმით, საბურთალოს საარჩევნო კომისიის წევრმა ქართული ოცნებიდან, თეონა ჯაფარიძემ თურაზაშვილს სატელეფონო საუბრისას შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც თურაზაშვილს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა. 

"დღეს დილით ის შემოვლას ატარებდა უბნებზე, სადაც არცერთი პასუხისმგებელი პირი არ დახვედრია მას, ამიტომ ტელეფონის ნომერი გაურკვევია ამ უბნების კომისიების თავმჯდომარეების და რამდენიმესთვის დაურეკავს და მოუკითხავს, რატომ იყო უპატრონოდ მიტოვებული საბურთალოს რამდენიმე უბანი. 

პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენელმა საბურთალოს საარჩევნო კომისიაში, ვინმე თეონა ჯაფარიძემ, დაურეკა ალექსანდრე თურაზაშვილს და, როგორც ჩანს, ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა, იმდენად რომ ამ ზარიდან შემდეგ გადაურეკა შორენა ბუხრაშვილს და უთხრა, რომ მას ენით აღუწერელი შეურაცხყოფა მიაყენეს და არ იცოდა, როგორ გადაიტანდა. 

სახლში დაბრუნებულს დაემართა გულის შეტევა და გარდაიცვალა. ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა ამ ამაზრზენმა ხელისუფლებამ იგი", - თქვა ელისაშვილმა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა