თეგებით ძიება

"ბელარუსიდან არ გაუწვევიათ ელჩი, ეს ადასტურებ, რომ ინტერესია საქართველო გახდეს კონფლიქტის მონაწილე" - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "იმედი LIVE“-ის ეთერში საქართველოდა უკრაინის ელჩის გაწვევის შესახებ საუბრობს.


"მე ჩამოვთვალე ქვეყნები, რომლებიც სანქციებს არ შეუერთდნენ, მოხალისეები არ გაგზავნეს და რომელთა მიმართაც ზელენსკის არ გადაუდგამს ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა საქართველოს მიმართ - ელჩის გამოწვევა. ერთ-ერთი ქვეყანა, საიდანაც ელჩი არ გაუწვევია უკრაინას, არის ბელარუსი. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს არსებულ ინტერესზე, რომ საქართველო უშუალოდ იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში. რა თქმა უნდა, რისკები ყოველთვის არის. საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც საპროტესტო აქციები ტარდება. მსოფლიოში ომის პირობებში არსად არ მოსვლია ოპოზიციას აზრად აქციის ჩატარება. ერთადერთი ქვეყანა საქართველო. ამიტომ ვართ მაქსიმალურად ფხიზლად, რომ საქართველოს თავიდან ავაცილოთ ნებისმიერი სამხედრო ესკალაციის საფრთხე“, - აცხადებს კობახიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა