თეგებით ძიება

გონჩარენკოს ერთი მიზანი აქვს, როგორმე საქართველო ამ კონფლიქტში ჩაითრიოს - სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის თქმით, "გონჩარენკოს ერთი მიზანი აქვს, როგორმე საქართველო ამ კონფლიქტში ჩაითრიოს".

„გონჩარენკო არის პროვოკატორი, რომელმაც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო პრორუსული პარტიის რიგებში მსახურით, მთელი მისი პოლიტიკა იყო რუსეთის ინტერესების გატარება უკრაინაში. მას ბრალს სდებდნენ უკრაინელი პოლიტიკოსები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. პროკურატურაშიც შეიტანეს ამის გამო სარჩელი და ბრალს სდებდნენ კორუფციაში მას და მამამის. სხვათა შორის ამ ბრალდებებში გამოირჩეოდა მიხეილ სააკაშვილიც, ისევე, როგორც უკრაინის რადას არაერთი დეპუტატი სდებდა მას ბრალს. გონჩარენკოს აქვს ერთი მიზანი, როგორმე საქართველო ჩაითრიოს ამ კონფლიქტში.

უკრაინელმა დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც იგი ქართველებს ცხინვალსა და სოხუმში შეჭრისკენ მოუწოდებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა