თეგებით ძიება

აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში - ირაკლი კობახიძე

აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ , - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხორციელდება.

"აშკარაა ორმაგი სტანდარტი, რომელსაც, ბუნებრივია, ახსნა უნდა ჰქონდეს. ისიც ალოგიკურია, რომ ომში ჩართული ქვეყნის ლიდერებს მთავარ საზრუნავად საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება შეიძლება ესახებოდეთ, როგორც გუშინ აღვნიშნეთ, აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ.

აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომელსაც, როგორც ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის გარემოცვაშიც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა