ჩინეთმა რუსეთს სთხოვა, რომ უკრაინაში ომი პეკინის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დაეწყო - აშშ-ის დაზვერვა
CNN-ის ინფომაციით, ჩინეთმა რუსეთს სთხოვა, რომ უკრაინაში ომი პეკინის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დაეწყო.
ანგარიშის მიხედვით, ზუსტი ინფორმაცია, იმის შესახებ მიმართა თუ არა ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნული მოთხოვნით პუტინს, ცნობილი არ არის.
დასავლელი დაზვერვის ოფიციალური პირები, რომლებიც იმ დროს უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარის მობილიზაციას აკვირდებოდნენ, ელოდებოდნენ, რომ პუტინი შეჭრას გადადებდა, რათა ჩინეთის გაბრაზება თავიდან აეცილებინა.
შეგახსენებთ, თებერვლის დასაწყისში პუტინისა და სის შეხვედრის შემდეგ მოსკოვმა და პეკინმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ მათ პარტნიორობას „საზღვრები არ აქვს“ და ამავდროულად ნატოს გაფართოება დაგმეს, რამაც დასავლეთის აღშფოთება გამოიწვია.