თეგებით ძიება

"კომიკურია მოთხოვნა ჩავუკეტოთ რუსეთს ფრენები, როცა რუსეთს აქეთ აქვს ჩვენთვის ფრენები ჩაკეტილი" - ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში აცხადებს, რომ უმნიშვნელოა რუსეთისთვის ფრენების ჩაკეტვა.

"ერთადერთი, რაც დაშვებულია, ეს არის ჰუმანიტარული და ტრანზიტული ფრენები, ისიც გარკვეული შეზღუდული ფორმით. იმდენად უმნიშვნელოა რუსეთისთვის ფრენების ჩაკეტვა, რომ აქეთ ჩაგვიკეტეს, ახლა კი გამოდიან და ამბობენ, ფრენები ჩავუკეტოთო. ეს ყველაფერი საქართველოსთვის არის მძიმე, თან იმის გათვალისწინებით, რომ მილიონამდე ქართველი ცხოვრობს იქ. ტრანზაქციები ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ძალიან ბევრი ოჯახისთვის. 600 მილიონი ლარის ექსპორტი ხორციელდება საქართველოდან რუსეთში. უმრავი დეტალია, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან ბევრ – 100 ათასობით ოჯახს დააწვება კონკრეტულად პირდაპირ ჯიბეზე, რამე შესაძლო სანქცია, რაც შეიძლება ჩვენი მხრიდან დაწესდეს“ – აღნიშნა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა