თეგებით ძიება

"მომავალი დღეები, სავარაუდოდ, უარესი იქნება, მეტი სიკვდილით, მეტი ტანჯვით და მეტი ნგრევით" - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში მომავალი დღეები უფრო უარესი იქნება - ინფორმაციას times of israel ავრცელებს.

"მომავალი დღეები, სავარაუდოდ, უარესი იქნება, მეტი სიკვდილით, მეტი ტანჯვით და მეტი ნგრევით, რადგან რუსეთის შეიარაღებული ძალები შემოიტანენ მძიმე იარაღს და განაგრძობენ თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით,” - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა, ასევე, დასძინა:

"ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ომი, უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან და ახლავე ჩაერთოს ჭეშმარიტ დიპლომატიაში“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა