Bloomberg-მა რუსეთში მუშაობა შეაჩერა
საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-მა გადაწყვიტა, შეაჩეროს თავისი ჟურნალისტების მუშაობა რუსეთში მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ამომქმედა რუსეთში, რომლის მიხედვითაც რუს სამხედროებზე „ყალბი“ ამბების გამავრცელებლები 15 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯებიან.
„დიდი მწუხარებით გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ მუშაობა რუსეთში. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება, რომელიც, როგორც ჩანს, ნებისმიერ დამოუკიდებელ ჟურნალისტს კრიმინალად აქცევს, მუშაობის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის“, – განაცხადა Bloomberg-ის მთავარმა რედაქტორმა ჯონ მიკლვეიტმა.