PayPal-მა რუსეთში თავისი სერვისები დახურა
ელექტრონული საგადასახადო სისტემა PayPal-ი რუსეთში მუშაობას ოფიციალურად წყვეტს - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. PayPal-მა თავისი სერვისები რუსეთში უკვე დახურა.
"შექმნილი ვითარების გამო ვაჩერებთ PayPal-ის სერვისევს რუსეთში.
კომპანია საერთაშორისო საზოგადოების გვერდით დგას და გმობს რუსულ ძალადობას და სამხედრო აგრესიას უკრიანაში", - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დენ შულმანმა.