თეგებით ძიება
06. 03. 2022 ბიზნესი

"რადიო თავისუფლებამ" რუსეთში მაუწყებლობა შეწყვიტა

რადიო თავისუფლების რუსულმა ბიურომ მუშაობა შეწყვიტა.

როგორც რადიოში განმარტავენ, რუსული ბიურო იძულებულია, გაკოტრების პროცესს გაუმკლავდეს. მათი ცნობით, პარალელურად ჟურნალისტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ კანონი მიიღო, რომელის თანახმად უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ "ყალბი" ინფორმაციის გავრცელება, 15 წლით დასჯადი გახდა.

ამ კანონის გამო, რუსეთში ბევრმა დამოუკიდებელმა მედიამ შეწყვიტა მუშაობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა