კორონავირუსით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია სრული კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 783 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 32 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 450 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 629 065-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 568 064 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 430 პაციენტი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15,73%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 19,45%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 16,6%.