"რუსეთში "ომიკრონის" აფეთქებაა.. შემოსულ ყველა რუს "სტუმარს" შესთავაზეთ ვაქცინაცია" - გიორგი ფხაკაძე საქართველოს მთავრობას
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოს მთავრობას მიმართავს და ქვეყანაში შემოსულ რუსეთის მოქალაქეების ვაქცინაციისკენ მოუწოდებს:
"რუსეთში ამჟამად ომიკრონის აფეთქებაა და დღეში 3000-მდე ადამიანი კვდება (ოფიციალური ცნობებით კი 700-800 გარდაცვლილი. მონაცემები არასანდოა. რუსეთში სანდო რა არის?).
საქართველოს მთავრობავ, რუსეთიდან შემოსულ ყველა მგზავრს შესთავაზეთ (ფასიანი, ბიუჯეტში ფული გვინდა) ვაქცინაცია. “სტუმრები” ფაიზერით დიდი სიამოვნებით აიცრებიან. ყველამ იცის, რომ სპუტნიკი არ მუშაობს!
ამით საქართველო ოდნავ დაცული იქნება არავაქცინირებული “სტუმრებისგან”, თან ბიუჯეტიც შეივსება.
Слава Україні!", - წერს ფხაკაძე. #drpkhakadze