მაკდონალდსი რუსეთში 850-ვე რესტორანს ხურავს
სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი ქსელი მაკდონალდსი რუსეთში 850-ვე რესტორანს დროებით ხურავს.
ამასთანავე, კომპანია გააგრძელებს ხელფასების გადახდას 62 000 თანამშრომლისთვის რუსეთიდან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ აგრესიას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გამო, მსოფლიო მასშტაბით რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაწესდა. ქვეყანა ათობით ცნობილმა ბრენდმა დატოვა.