კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია სრული კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1543 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3198 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 633 443 -ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 581 376 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 505 პაციენტი ემსხვერპლა.