თეგებით ძიება
11. 03. 2022 COVID - 19

"საქართველოს მოქალაქეებს რატომ არ აძლევთ საშუალებას, რომ აიცრან?!" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ქართველ ეპიდემიოლოგებს მიმართავს:

"საქართველოში COVID-19-ის დადასტურებული ინფექციის მქონე პაციენტებს ვაქცინაცია შეუძლიათ დაავადების დადასტურებიდან 30 დღის შემდეგ, მაგრამ რეალობაში მოქალაქეებს უარს ეუნებიან ვაქცინაციაზე!

ქვევით შეკრებილი მაქვს ამონარიდები ბატონი ამირანის და ბატონი ივანეს განცხადებებიდან, სადაც ნათლად ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია. მოქალაქეები ხომ მოატყუეთ (ამას ყველა შეეჩვია) და, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები და გაეროც მოატყუეთ?!

ახლა ამიხსენით, დღეს, 2022 წლის 11 მარტს, საქართველოს მოქალაქეებს რატომ არ აძლევთ საშუალებას, რომ აიცრან. თანაც, ამ დროს 400,000 ფაიზერის ვაქცინა ნაგავში უნდა გადაყაროთ!
როდემდე?!", - წერს ფხაკაძე.

#drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა