"ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ამათი მსხვერპლი ხართ?" - გიორგი ფხაკაძე ანტივაქსერების ფოტოებს აქვეყნებს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში 12 ანტივაქსერის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას:
"ფეისბუქის და ტვიტერის 65% ანტივაქსერული კონტენტის შექმნელები ანუ სტატიები, პოსტები და ასე შემდეგ არის დაკავშირებული ამ 12 ადამიანთან (იხილეთ სურათი)!
ისინი შოულობენ ფულს, დიდ ფულს. მათი კონტენტი ასევე არის გამოყენებული რუსული უშიშროების სამსახურების მიერ, რომ ასევე გაავრცელონ დეზინფორმაცია დასავლური ვაქცინების წინააღმდეგ (იხილეთ გრაფიკა).
შეკითხვა მაქვს თქვენთან, ნუთუ მართლა ვერ ხვდებით, რომ ამათი მსხვერპლი ხართ? გაახილეთ თვალები და გეყოთ საკუთარი თავის მოტყუება!
დიახ, აღიარეთ, რომ მოტყუვდით, შეცდით! მთავარია, აღიაროთ და შეხედეთ რეალობას პირდაპირ თვალებში!
კოვიდი არის კაცობრიობის პრობლემა და ამ ვერაგთან ბრძოლაში ჩვენ, ადამიანები უნდა გავერთიანდეთ ბორიტების წინააღმდეგ!
აიცერით ბუსტერით (ფაიზერი/მოდერნა), გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე და დაიცავით დისტანცია!
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze