თეგებით ძიება
14. 03. 2022 მსოფლიო

რაც დღეს უკრაინაში ხდება, რუსეთის იმპერიული პოლიტიკის განხორციელების მცდელობაა, როგორც ეს იყო 2008 წელს საქართველოში - უკრაინის რადას სპიკერი

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ ყველფერი რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის რუსეთის იმპერიული პოლიტიკის განხორციელების მცდელობა ევროპის ტერიტორიებზე, როგორც ეს იყო 2008 წელს საქართველოში.

"ამჟამად უკრაინის არმია ისევე როგორც უკრაინელი ხალხი იცავს თავის ქვეყანას, მიწას, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ყველაფერი, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის რუსეთის იმპერიული პოლიტიკის განხორციელების მცდელობა ევროპის ტერიტორიებზე - ყველაფერი ისე, როგორც ეს იყო 2008 წელს საქართველოში. რუსები ურცხვად იყენებენ წინა სცენარებს. უბრალოდ გაიხსენეთ, როგორ გაანადგურა რუსულმა არმიამ ქალაქები სირიასა და ლიბიაში," - განაცხადა სტეფანჩუკმა.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხი არასოდეს დანებდება და ყოველთვის წინააღმდეგობას გაუწევს, ამასთან მზადყოფნას აცხადებს დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის თუმცა ასახელებს წითელ ხაზებს, რომლის გადაკვეთასაც უკრაინა არ აპირებს.

"ჩვენ სრულად მზად ვართ დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის, თუმცა არის გარკვეული წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთას არ დავუშვებთ. ეს ძირითადად ეხება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საკითხებს," - აღნიშნა სტეფანჩუკმა და ხაზი გაუსვა ცის ჩაკეტვისა და მკაცრი სანქციების მნიშვნელობას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა