„კრისტალი“ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას წითელ ჯვართან ერთად აგრძელებს
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას აგრძელებს. კომპანია ამჯერად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჰუმანიტარული დახმარებისთვის კრისტალმა 10 000 ლარი გადარიცხა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ჰუმანიტარულ ტვირთს უკრაინის წითელ ჯვარს გადასცემს და უკრაინის ტერიტორიაზე გაანაწილებს.
„უკრაინაში მიმდინარე ომი და უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობა გულგრილს არავის ტოვებს. ახლა ბრძოლაში მყოფი მეგობარი ერის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასეთ მძიმე დროს ბიზნესის პასუხისმგებლობას კი განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია. „კრისტალის“ გუნდი სრულიად სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც მთელ მსოფლიოს სიმამაცის საოცარ მაგალითს აჩვენებს. გვსურს, ჩვენი მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ მათ მხარდაჭერაში“ , - აცხადებენ კრისტალში.
„კრისტალის“ მიერ ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა 100 000 ლარს შეადგენს. პირველი ინიციატივის ფარგლებში, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან თანამშრომლობით, კომპანიამ სხვადასხვა ჯგუფის მიერ შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირების ხარჯი ნაწილობრივ, 50 000 ლარით უკვე დააფინანსა. დარჩენილი თანხა კი ეტაპობრივად, ასევე უკრაინელების ჰუმანიტარული მიზნებისთვის დაიხარჯება.