50 000 ლარი უკრაინელი ხალხისთვის - "ემბისი" უკრაინელებს მხარდაჭერას უცხადებს
"მიკრო ბიზნეს კაპიტალი" - "MBC" მხარდაჭერას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. კომპანიის თანამშრომლებისა და აქციონერების სახელით, ომში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად უკვე გადაირიცხა თანხა - 50, 000 ლარის ოდენობით.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, თანხა ჰუმანიტარული დანიშნულებისაა და სრულად მოხმარდება დაზარალებული, ტრავმირებული და დევნილი ოჯახებისთვის მედიკამენტების, საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების შეძენას.
"აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ხალხის დახმარების პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღო "ემბისი"-ს თითოეულმა თანამშრომელმა. თანხის ნახევარი სწორედ ემბისელების სახელით გახლდათ მობილიზებული.
თანხის გადარიცხვა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მეშვეობით განხორციელდა", - აცხადებენ კომპანიაში.