რუსეთის ბაზარს ASUS-იც ტოვებს
ტაივანის ტექნიკური გიგანტი ASUS რუსეთის ბაზარს ტოვებს. ამის შესახებ Reuter-ს ტაივანის ეკონომიკის მინისტრმა, ვანგ მეი-ჰუამ განუცხადა.
ASUS-ის რუსული ბაზრიდან გასვლაზე კომენტარი უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმაც გააკეთა.
„ASUS უერთდება ციფრულ ბლოკადას და ტოვებს რუსეთის ფედერაციას. კომპანია შეიმუშავებს გეგმას თანამშრომლებისა და ბიზნესის "ევაკუაციის" მიზნით", - დაწერა მან "ტვიტერზე".