"ჰონგ-კონგში დაფიქსირდა ყველაზე დიდი სიკვდილიანობის მაჩვენებელი" - რას წერს გიორგი ფხაკაძე?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ჰონგ-კონგში დაფიქსირდა ყველაზე დიდი სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
"ჰონგ-კონგში დაფიქსირდა ყველაზე დიდი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 5 კოვიდ სიმპტომური პაციენტიდან 1 კვდება.
- რა არის მიზეზი ასეთი მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლისა:
- დაბალი ვაქცინაციის დონე 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში (ამ ასაკობრივ ჯგუფში ჩინური/ტრადიციული მედიცინის უფრო სჯერათ/ენდობიან);
- სინოვაკის ვაქცინის გამოყენება (აჩვენა თავისი არაეფექტურობა ომიკრონის წინააღმდეგ)
- საქართველოს არ გაგონებთ?!
- საფრთხე არის და საკმაოდ დიდი.
- ინფორმაცია არის იარაღი შეიარაღდით.
- ბუსტერი (ფაიზერი/მოდერნა), სამედიცინო პირბადე და დისტანცია", - წერს გიორგი ფხაკაძე.
#drpkhakadze