თეგებით ძიება

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა

ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს ბათუმში. დემონსტრანტებს, რომლებიც აჭარის მთავრობის სახლთან არიან შეკრებილი ცოტახნის წინ თბილისიდანაც შეუერთდნენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

გუშინ კი, სამართალდამცველებმა სამხარეო ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ""ბათუმელების"" დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავეს. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში რჩება კიდევ 8 პირი, რომლებსაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ხმაური და დაპირისპირება კი სამხარეო ადმინისტრაციასთან გვიან ღამით დაიწყო.სამართალდამცველებმა სულ 12 ადამიანი დააკავეს.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან 4- შსს-მ მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, მათ შორის ერთ-ერთი "ბათუმელების" დირექტორი მზია ამაღლობელი იყო, რომელიც მოგვიანებით უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აიყვანეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა